ბუნებრივი კბილების შენარჩუნება ბათუმში
კლინიკაში My Dent კარგად არის აწყობილი ბუნებრივი კბილების შენარჩუნების სისტემა, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი. ამგვარი მუშაობის მაგალითია 22 წლის ქალბატონი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმპლანტების ჩადგმას და ძალიან უნდოდა საკუთარი კბილების შენარჩუნება. მეტალოკერამიკის ხიდის ქვეშ კბილები ძლიერ იყო დაზიანებული, ზოგიერთ მათგანს ღრმა ღრძილქვეშა დაშლა აღენიშნებოდა და არასწორი ღრძილოვანი კონტური. შემთხვევა მართლაც მძიმე იყო და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მაგრამ რა შეიძლება იყოს საკუთარ ბუნებრივ კბილებზე უკეთესი?
ამ შედეგის მიღწევას დრო და ბევრი ძალისხმევა დასჭირდა. ფოტოებზე ჩვენ წარმოგიდგენთ არა უბრალოდ დაშენებულ კბილებს წკირებზე, რომელსაც მარტივად შეუძლია გადატეხოს ფესვი ან გამოვარდეს გვირგვინთან ერთად, არამედ ბუნებრივ კბილებს, რომლებიც გამოჭიმული იყო ძვლიდან ქირურგიული მეთოდის გამოყენებით.
ის, რასაც ხედავთ ფოტოზე, არის პაციენტის მშობლიური კბილები, რომლებიც საშუალებას იძლევა საიმედოდ დამაგრდეს გვირგვინი და სწორად განაწილდეს დატვირთვა კბილზე.
ეს ნამუშევარი ითვლება ძალიან მყარად და საიმედოდ, რადგან დატვირთვა ღეჭვის დროს განაწილდება კბილის ბუნებრივ ქსოვილებზე, და არა ბჯენის მასალაზე, რაც განაპირობებს კიდეც მიღებული შედეგის გრძელვადიანობას.
სურათზე ჩანს ნამუშევარი, უშუალოდ გვირგვინის დაყენების შემდეგ. მიაქციეთ ყურადღება თეთრის და ვარდისფრის ჰარმონიულობას, ღრძილის კონტურებმა დაგეგმილი ფესტონური მოხაზულობა შეიძინეს.
ბათუმი, გორგასლის ქ. 43, ტელ.: (+995) 422 27-64-76 მობ. (+995) 514 11 70 70