ძვირფასო დამსვენებლებო! თუ დასვენების დროს აგტკივდათ კბილი, და არ იცით, სად უმკურნალოთ მას, მინდა გირჩიოთ შესანიშნავი კლინიკა My Dent! პირველ რიგში, შემიძლია გარანტია მოგცეთ ნამუშევრის და მასალების ხარისხზე და ინსტრუმენტების სტერილიზაციაზე! თქვენ არ მოგიწევთ ნერვიულობა იმაზე, რომ ნამკურნალევ კბილს ხელახალი მკურნალობა დასჭირდება თქვენს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ყველაფერი იქნება ხარისხიანად, უმტკივნეულოდ და სტერილურად. ყველა ჩვენი ექიმი კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტია, მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი სტაჟით. ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ექიმები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში უმუშავიათ მოსკოვის და უკრაინის კლინიკებში. ყველა მათგანი სრულყოფილად ფლობს რუსულ ენაზე, მოისმენს თქვენს ჩივილებს და კვალიფიციურად შეაფასებს სიტუაციას. მოგაწვდიან მკურნალობის ვარიანტებს. სადაზღვევო კომპანიებისთვის შევავსებთ საჭირო დოკუმენტებს და ჩეკებს (მათ შორის ჩეკს თქვენს სახელზე ბუღალტრისგან).
ჩვენი კლინიკა აუცილებლად გაითვალისწინებს, რომ თქვენ დასასვენებლად იმყოფებით და არ გაქვთ რიგში დგომის დრო. ამიტომ თქვენთვის მოსახერხებელ გრაფიკს შეგირჩევთ ვიზიტებისთვის. კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მკურნალობის შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ ღირშესანიშნაობებს, რესტორნებს, პარკებს და პლიაჟს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შეგინარჩუნოთ თქვენი მშობლიური კბილები!
გარდა ამისა, კლინიკა აღჭურვილია საქართველოში ყველაზე თანამედროვე Carl Zeiss-ის საოპერაციო მიკროსკოპით. შეგვიძლია კბილის კისტის მორჩენა ოპერაციის გარეშე, ინსტრუმენტის ნამსხვრევის ამოღება კბილის ფესვიდან, გახვრეტილი ფესვების დახურვა და ბევრი სხვა რამ.
ბავშვთა კბილების სამკურნალოდ, ჩვენ გვაქვს სპეციალური საბავშვო ინსტრუმენტები, რომლებსაც კონტაქტი არ აქვთ მოზრდილ პაციენტებთან. სტომატოლოგიურ სავარძელში დაყენებულია მონიტორი და ბავშვს, სურვილის მიხედვით, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი მულტფილმი, კომფორტული ყოფნისთვის ჩვენს კლინიკაში.
მასალები, რომლებიც გამოიყენება საბავშვო სტომატოლოგიაში, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის დარიშხანი და რეზორცინი, ანუ თქვენი პატარას ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება. საბავშვო ექიმს ძალზე გულისხმიერი მიდგომა აქვს ბავშვების მიმართ, პატარებს მისი არ ეშინიათ, არამედ ძალიან უყვართ ის.
ასევე კლინიკაში შესაძლებელია გვირგვინების და ვინირების ჩადგმა, CEREC გვირგვინის ჩადგმით, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
ფასები კლინიკაში ხელმისაწვდომია.
ბათუმი, გორგასლის ქ. 43, ტელ.: (+995) 422 7-64-76 მობ. (+995) 514 11 70 70