უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, შემთხვევით ატკიებულმა კბილმა შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოგიტანოთ!
თქვენ არ იცით, რომელ კლინიკაში მიხვიდეთ, სად როგორი ექიმი მუშაობს, როგორია მათი გამოცდილება და ინსტრუმენტების სტერილიზაცია!
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პერსონალით. კლინიკა My Dent-ის ექიმები, მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი სტაჟით, უკლებლივ ფლობენ რუსულ ენას. გააჩნიათ მოსკოვის და კიევის კლინიკებში მუშაობის გამოცდილება. ბათუმის კლინიკა My Dent-ის ექიმები არა მხოლოდ ესწრებიან სემინარებს და ლექციებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არამედ თავად მონაწილეობენ ამგვარ ღონისძიებებში. ექიმი რუსლან გვარიშვილი ლექციებს კითხულობს როგორც საქართველოში, ასევე მიწვეულია ლექციების წასაკითხად იტალიელი ექიმებისთვის, რომლებიც მიკროსკოპის ქვეშ მუშაობენ. ჩვენი ექიმები პასუხისმგებლობით უდგებიან თავიანთ სამუშაოს. კლინიკა ორიენტირებულია ბუნებრივი კბილების შენარჩუნებაზე, ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიც არის კისტა, გახვრეტილი ფესვები და ა.შ.
გვსურს გაჩვენოთ ყველაზე რთული კბილების მკურნალობის სურათები ჩვენს კლინიკაში. თქვენთვის ნათელი გახდება, რომ ჩვეულებრივ კარიესს ჩვენთან მარტივად მკურნალობენ, პაწაწინა ნახვრეტის გავლით, და არა ისე, რომ კბილის ყველა კედელი დაანგრიონ. მაგალითად, ასე:
აი რთული შემთხვევაც: ამ პაციენტს კარიესი ჰქონდა ღრძილის ქვეშ, ფესვის ყელზე, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის მკურნალობის დროს, რადგან ამ ნაწილში შეუძლებელია კბილის იზოლირება სითხეებთან კონტაქტისგან. ექიმს მოუწია კბილის ამოღება, მისი მორჩენა მშრალ პირობებში და თავის ადგილზე ჩასმა.
კბილი მორყეული იყო:
კბილის ხედი უკანა მხრიდან:
კბილის ამოღება:
ამოღებული კბილის მკურნალობა:
კბილის დაბრუნება ადგილზე:
ბათუმი, გორგასლის ქ. 43, ტელ.: (+995) 422 27-64-76 მობ. (+995) 514 11 70 70