ორთოპედია. კბილების პროთეზირება მომსახურების მოკლე ჩამონათვალი

ორთოპედია. კბილების პროთეზირება

კბილების პროთეზირება ბათუმში:

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანთა უმეტესობისთვის სულერთი არ არის, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა მიმზიდველი გარეგნობა, განსაკუთრებით ღიმილი. ჩვენი ღიმილი ის ძირითადი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს გარეგნობას.
კლინიკა My DENT-ის სპეციალისტები გთავაზობენ პროთეზირების მომსახურების ფართო სპექტრს, რაც საშუალებას მოგცემთ, მოიცილოთ კოსმეტიკური და ფუნქციონალური დეფექტები პირის ღრუში. ჩვენთან მომართვით, თქვენ შეიძენთ სრულფასოვანი ცხოვრების სიამოვნებას და ჯანსაღ ღიმილს!

პროთეზირების მთავარი თავისებურება ჩვენს კლინიკაში არის Cerec– გვირგვინი ერთი ვიზიტის განმავლობაში, და კბილების დაქლიბვის და გვირგვინის დაყენების შესაძლებლობა მიკროსკოპის ქვეშ. ეს საშუალებას იძლევა ჩვენი ნამუშევარი მაქსიმალურად ზუსტი იყოს.

My Dent გთავაზობთ ორთოპედიული სამუშაოების შემდეგ სახეებს:

  • მიკროპროთეზირება კომპოზიტური და კერამიკული მასალების საფუძველზე (Z I R C O N, Empress, Cerec) ;
  • პროთეზირება მთლიანად ჩამოსხმული და დასაშლელი ჩანართების საშუალებით (მრავალფესვიანი კბილებისთვის);
  • ლითონკერამიკის კონსტრუქციები — გვირგვინები და ხიდისებრი პროთეზები;
  • ულითონო კერამიკა — ხიდისებრი პროთეზები, გვირგვინები, ვინირები, ჩანართები ( Z I R C O N, EMPRESS, Cerec, Emax Press );
  • მოსახსნელი ბიუგელის პროთეზები სხვადასხვა მოდიფიკაციით, კლამერებით და ატაჩმენტებით;
  • მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები;
  • კბილების პროთეზირება იმპლანტებზე.

წინა კბილების პროთეზირების დროს სტომატოლოგები პირველ რიგში ცდილობენ ხელოვნური კბილების მაქსიმალური ესთეტურობის მიღწევას, რომ ისინი არ განსხვავდებოდნენ ბუნებრივი კბილებისგან.

протезирование зубов батуми