მომსახურება ჩვენი მომსახურება

ქირურგიული სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია, კბილების ამოღება ბათუმში

კბილების ამოღება ხდება მხოლოდ უკიდურეს და საჭირო შემთხვევებში. ჩვენ ბოლო მომენტამდე ვეცდებით თქვენი კბილის გადარჩენას ქირურგიული ჩარევის გარეშე! ისევე როგორც სხვა პროცედურები, ქირურგია ტარდება ძირითადად სტომატოლოგიური ქირურგიული მიკროსკოპის გამოყენებით.

  • უცხო სხეულის ამოღება ყბის ძვლოვანი ქსოვილიდან
  • აპიკალური ქირურგია
  • მიკროქირურგია
  • ერთი ფესვის ამპუტაცია
  • კბილის ამოღება
  • სიბრძნის კბილის ამოღება
  • ძლიერ დაზიანებული კბილების დაგრძელება (მომზადება პროთეზირებისთვის)
  • კაპიუშონის გაკვეთა
  • კბილების შესანარჩუნებელი ოპერაციები
  • ლაზერული ქირურგია

ქირურგიული ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ განყოფილებაში გალერეა

კბილების იმპლანტაცია

კბილების ხარისხიანი იმპლანტაცია ბათუმში

კბილის იმპლანტაციისთვის ჩვენებად კლინიკაში My Dent ითვლება ერთი, რამდენიმე ან ყველა კბილის არქონა. პაციენტს ყბის ძვალში უყენდება იმპლანტი, რომელიც წარმოადგენს კბილის ხელოვნურ ფესვს, დამზადებულს ტიტანისგან.
შედეგი დამოკიდებულია იმპლანტის ხარისხზე და ექიმის პროფესიონალიზმზე. სტომატოლოგიურ კლინიკაში My Dent მუშაობენ მაღალკვალიფიციური იმპლანტოლოგები, რომლებსაც მრავალი წლის გამოცდილება აქვთ, და ყენდება მხოლოდ მაღალი ხარისხის იმპლანტები, ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან. არ ვიყენებთ საეჭვო წარმოშობის იაფიან ჩინურ ბრენდებს. ეს კი შესანიშნავი შედეგის გარანტიაა.
ასევე ვასრულებთ ისეთ მანიპულაციებს, როგორიც არის: ძვლის პლასტიკა და სინუს-ლიფტინგი.

ძვლის პლასტიკა

ატროფირებული ქვედა ყბის სიმაღლის გაზრდა შეიძლება მოხდეს ძვლოვანი ბლოკების ან ხელოვნური ძვლის მეშვეობით. ტრანსპლანტაციის ეს ტიპი განკუთვნილია

ძვლის აღდგენისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი რეზორბცია (გაწოვა) განიცადა, კბილის ან კბილების დაკარგვის გამო, და შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ლორწოვან-ყბისზედა ნაჭერის მოცილების საშუალებით იქმნება მისადგომი ამოღებული კბილის ძვლოვან ბუდესთან;
ხელოვნური ძვლის პრეპარატი «ლაგდება» გასუფთავებულ ბუდეში;
ჭრილობის უკეთესი შეხორცების და ძვლოვანი ქსოვილის ინტეგრაციისთვის, ჩარჩო მჭიდროდ იკერება.

სინუს-ლიფტინგი

თუ სინუსის (ჰაიმორის ღრუს) ფსკერი ზედმეტად დაბლა არის განლაგებული, შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა არ აღმოჩნდეს საკმარისი კბილის იმპლანტის მყარი ფიქსაციისთვის. სინუს-ლიფტინგი (ოსტეოპლასტიკა ანუ ძვლოვანი აუგმენტაცია) არის ზედა ყბის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის აღდგენის ან გაზრდის პროცედურა. განსაკუთრებით ეფექტურია ეს პროცედურა ყბის გვერდითი ნაწილებისთვის.

ეს პროცედურა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღმოაჩნდება ძვლოვანი ქსოვილის არასაკმარისი მოცულობა სიმაღლეში ან სიგანეში, ან მოხდა ძვლოვანი ქსოვილის ბუნებრივი გაწოვა და გათხელება კბილის ამოღების შემდეგ.

ძვლოვანი ქსოვილის გაზრდა შეიძლება ჩატარდეს ორი ძირითადი მეთოდიკით: ღია და დახურული. მათი შერჩევა ხდება ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის მიხედვით, რომელიც არსებობს ჰაიმორის ღრუს ფსკერამდე:

სინუს-ლიფტინგის ოპერაცია საშუალებას იძლევა იმპლანები ჩავაყენოთ ზუსტად საჭირო ადგილას, რაც უზრუნველყოფს მათ შეთვისებას, ეს კი შემდგომში აადვილებს ორთოპედიული კონსტრუქციების დაყენებას.

კბილების ჰიგიენა

კბილების ჰიგიენა და გათეთრება ბათუმში

ბევრი ადამიანის კბილები ასაკთან ერთად კარგავს თავის ფერს, ხოლო მინანქარი ხდება თხელი და მგრძნობიარე, კბილებზე გროვდება ნადები და წარმოიქმნება ქვები. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს კბილების დაშლის და ღრძილების დაზიანების მიზეზი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალ ჰიგიენისტთან მისვლა, თუ თქვენ იტარებთ ორთოდონტულ მკურნალობას, რადგან ამ შემთხვევაში ჰიგიენის საკუთარი ძალებით შენარჩუნება გაძნელებულია. კბილების პროფესიონალური გაწმენდის ჩატარება აუცილებელია სამ თვეში ერთხელ ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც აქვთ ბრეკეტები: როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

საქმე ის არის, რომ ორგანიზმში იწყება მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, რომელთა დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლებელია სრულფასოვანი კვების პირობებში ან მედიკამენტოზურადაც კი (მინერალური კომპლექსების მიღებით). მხოლოდ რემოთერაპიის სპეციალური პროცედურის საშუალებით არის შესაძლებელი დაკარგული მინერალების აღდგენა და კბილის დაშლის შეჩერება.

  • კბილების რბილი ნადების მოცილება Air Flow სისტემის საშუალებით
  • კბილის ქვის ულტრაბგერითი მოცილება
  • კბილების ზედაპირის პოლირება
  • იმპლანტების და გვირგვინების პროფესიონალური ჰიგიენა
  • პროფესიონალური ორთოდონტური ჰიგიენა
  • პირის ღრუს კომპლექსური პროფესიონალური ჰიგიენა
  • კბილების ლაზერული გათეთრება
  • კბილების რემოთერაპია

ჩვენებები კბილების ულტრაბგერითი წმენდისთვის:

  • კბილის ქვები;
  • ღრძილქვეშა ნადებები;
  • უსიამოვნო სუნი პირიდან;
  • შეშუპებულობა;
  • გვირგვინების და იმპლანტების არსებობა პირის ღრუში;
  • ნადები ჩაის და ყავისგან;
  • ღრძილების სისხლდენა.
  • ჩვენებები Air-Flow-ის დანიშვნისთვის:

    ·

  • კბილებზე ნადებების არსებობა;
  • ·

  • მინანქრის გამუქება;
  • ·

  • ბრეკეტების ან იმპლანტების თავაკების გაწმენდის აუცილებლობა;
  • ·

  • ულითონო კერამიკული კონსტრუქციების გაწმენდის აუცილებლობა;
  • ·

  • მინანქრის გაღიავების აუცილებლობა რესტავრაციის დროს;
  • ·

  • პაროდონტოზის პროფილაქტიკა;
  • ·

  • ფთორირების თერაპიის წინ.
  • პირის ღრუს კომპლექსური პროფესიონალური ჰიგიენის პროცედურის მიმდინარეობა:

    თუ პაციენტს კბილებზე ბევრი ნადები ან ქვა აქვს, კბილები თავდაპირველად იწმინდება ულტრაბგერითი სკაილერით. კლინიკაში My Dent გამოიყენება იაპონური სკაილერი NSC, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამზოგავია. პროცედურის დროს პაციენტი არ გრძნობს ტკივილს და რაც მთავარია, კბილის მინანქარი არ სკდება და არ აშიშვლებს კბილების ყელებს, რაც იწვევს მგრძნობიარობას.

    შემდეგ მოდის Air Flow წმენდა. მექანიკური წმენდა არაეფექტურად იქნა აღიარებული და მისი ადგილი დაიკავა Air Flow მეთოდიკამ, რომელიც არ აზიანებს ღრძილებს და კბილის მინანქარს. მეთოდიკის დასახელება ინგლისური ენიდან ითარგმნება, როგორც «ჰაერის ნაკადი». ყველაფერი მარტივია: პროცედურის დროს სტომატოლოგი იყენებს ქვიშაჭავლურ აპარატს AirFlow. აპარატში თავსდება სამკურნალო ნარევი, რომელიც შედგება წყლისგან და აბრაზიული საშუალებისგან. ეს ხსნარი მიეწოდება კბილის ზედაპირზე წნევით, ისე რომ მოხდეს გაწმენდა. აბრაზიული საშუალების საფუძველს წარმოადგენს საჭმელი სოდა, რომელიც არ აყენებს ზიანს კბილებს კრისტალების მცირე ზომების გამო.

    ამასთან, ხსნარის კბილებზე ზემოქმედების ძალა შეგვიძლია ვაკონტროლოთ. მთელი პროცედურა გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში. წმენდის შემდეგ კბილებზე ესმევა სპეციალური ფთორშემცველი გელი, რომელიც ახდენს კბილების მინერალიზაციას და მთლიანად ანახლებს მინანქრის დამცავ ფენას, და შემდგომშიც იცავს კბილებს ბაქტერიების ზემოქმედებისგან, რაც პროცედურის ეფექტს ახანგრძლივებს.

    ამ მეთოდის საშუალებით კბილები იძენენ ბუნებრივ ელფერს, ანუ ოდნავ მოყვითალოს ან მონაცრისფეროს. ამგვარად, ეს არ არის გამათეთრებელი პროცედურა, არამედ კბილების გაწმენდა ბუნებრივ ფერამდე. ხოლო თუკი გსურთ მოელვარე ღიმილის მიღება, საჭიროა ლაზერული გათეთრების პროცედურაზე ჩაწერა, რომელიც კბილებს 5-10 ტონით გაათეთრებს, მაგრამ ამ პროცედურისთვის საჭიროა კბილების წინასწარი გაწმენდა.

    უნდა გვახსოვდეს, რომ პროცედურის შემდეგ არ შეიძლება ყავის, ჩაის დალევა და მღებავი პროდუქტების მიღება, ასევე მოწევა რამდენიმე საათის განმავლობაში (სასურველია სამი საათი), რომ მოესწროს ფენის აღდგენა, რომელიც ფარავს კბილებს და რომელიც დარღვეული იყო წმენდის დროს.
    პროცედურიდან ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები, სასმელი და არ უნდა გამოირეცხოს პირი და მინიმუმ 12 საათის განმავლობაში პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მღებავ ნივთიერებებს.
    სტომატოლოგიურ პროცედურებს, როგორიც არის მკურნალობა, იმპლანტაცია, პროთეზირება და გათეთრება, აუცილებლად თან უნდა ახლდეს ეს პროცედურა.
    კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა აუცილებელი ნაბიჯია მომხიბლავი ღიმილისკენ!

    თერაპია

    კბილების ხარისხიანი სტომატოლოგიური მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ ბათუმში

    სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ბათუმში გაიხსნა ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა My Dent. კლინიკის აღჭურვილობა სანატრელია
    ნებისმიერი სტომატოლოგისთვის და პაციენტისთვის. პირველად საქართველოში აქ გამოჩნდა უმაღლესი კლასის საოპერაციო მიკროსკოპი OPMI Pro Ergo, მსოფლიოში ცნობილი გერმანული ფირმისგან Carl Zeiss. მიკროსკოპით Pro Ergo აღჭურვილია დასავლეთ ევროპის და ამერიკის საუკეთესო კლინიკები.

    ახლა ჩვენ გვინდა ვაცნობოთ ბათუმის მცხოვრებლებს, რომ არ არის საჭირო კბილების ამოღება, როცა ამას გეუბნებიან სტომატოლოგები! გაგიჩნდათ მათი მორჩენის შანსი. და ამას ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენ:

    • ვმკურნალობთ კისტებს და გრანულემებს (ნებისმიერი სირთულის), ოპერაციის და გაკვეთის გარეშე
    • გავდივართ გაუვალ არხებში, რეზორცინის კბილების ჩათვლით
    • ხელახლა ვმკურნალობთ ნებისმიერი სირთულის არხს, რეზორცინის კბილების ჩათვლით
    • ვიღებთ ინსტრუმენტების ნარჩენებს კბილების არხებიდან და ძვლიდან
    • ვხურავთ პერფორაციებს (ხელოვნური ხვრელი კბილის ფესვში)
    • ვაგრძელებთ ძლიერ დაშლილ კბილებს (მომზადება პროთეზირებისთვის)
    • ვამუშავებთ არხებს ლაზერით
    • ვაკეთებთ არხების დაბჯენას ცხელი მეთოდით
    • ვიყენებთ ბიოინჟინერიის მეთოდებს კბილების მკურნალობაში (რეგენერაციული ენდოდონტია)
    • კარიესის მკურნალობა
    • პულპიტის მკურნალობა
    • პერიოდონტიტის მკურნალობა
    • კბილის გვირგვინის ნაწილის აღდგენა

    მკურნალობის დროს ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე აპარატურას და მსოფლიო დონის მასალებს. არ ვიყენებთ დარიშხანს, რეზორცინს და ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა მასალებს.

    რთული ნამუშევრების მრავალი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ გალერეებში.

    ორთოპედია. კბილების პროთეზირება

    კბილების პროთეზირება ბათუმში:

    თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანთა უმეტესობისთვის სულერთი არ არის, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა მიმზიდველი გარეგნობა, განსაკუთრებით ღიმილი. ჩვენი ღიმილი ის ძირითადი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს გარეგნობას.
    კლინიკა My DENT-ის სპეციალისტები გთავაზობენ პროთეზირების მომსახურების ფართო სპექტრს, რაც საშუალებას მოგცემთ, მოიცილოთ კოსმეტიკური და ფუნქციონალური დეფექტები პირის ღრუში. ჩვენთან მომართვით, თქვენ შეიძენთ სრულფასოვანი ცხოვრების სიამოვნებას და ჯანსაღ ღიმილს!

    პროთეზირების მთავარი თავისებურება ჩვენს კლინიკაში არის Cerec– გვირგვინი ერთი ვიზიტის განმავლობაში, და კბილების დაქლიბვის და გვირგვინის დაყენების შესაძლებლობა მიკროსკოპის ქვეშ. ეს საშუალებას იძლევა ჩვენი ნამუშევარი მაქსიმალურად ზუსტი იყოს.

    My Dent გთავაზობთ ორთოპედიული სამუშაოების შემდეგ სახეებს:

    • მიკროპროთეზირება კომპოზიტური და კერამიკული მასალების საფუძველზე (Z I R C O N, Empress, Cerec) ;
    • პროთეზირება მთლიანად ჩამოსხმული და დასაშლელი ჩანართების საშუალებით (მრავალფესვიანი კბილებისთვის);
    • ლითონკერამიკის კონსტრუქციები — გვირგვინები და ხიდისებრი პროთეზები;
    • ულითონო კერამიკა — ხიდისებრი პროთეზები, გვირგვინები, ვინირები, ჩანართები ( Z I R C O N, EMPRESS, Cerec, Emax Press );
    • მოსახსნელი ბიუგელის პროთეზები სხვადასხვა მოდიფიკაციით, კლამერებით და ატაჩმენტებით;
    • მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები;
    • კბილების პროთეზირება იმპლანტებზე.

    წინა კბილების პროთეზირების დროს სტომატოლოგები პირველ რიგში ცდილობენ ხელოვნური კბილების მაქსიმალური ესთეტურობის მიღწევას, რომ ისინი არ განსხვავდებოდნენ ბუნებრივი კბილებისგან.

    протезирование зубов батуми