
მიკროსკოპით კბილების ხარისხიანი მკურნალობა ბათუმში
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბათუმში გაიხსნა თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა My Dent. კლინიკის აღჭურვილობა — ნებისმიერი სტომატოლოგისა და პაციენტის ოცნებაა. პირველად საქართველოში ვიყენებთ გერმანული ბრენდის Carl Zeiss-ის OPMI Pro Ergo ოპერაციულ მიკროსკოპს, რომელსაც იყენებენ ევროპის და ამერიკის წამყვანი კლინიკები.
გვსურს, ბათუმელებმა იცოდნენ: კბილების ამოღება აუცილებელი არ არის — ახლა გაქვთ შანსი მათი გადარჩენის! და ამას მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ:
- კისტებისა და გრანულემების მკურნალობა ოპერაციის გარეშე
- გადაკეტილი არხების გავლის შესაძლებლობა (მათ შორის რეზორცინის კბილები)
- რთული არხების ხელახალი მკურნალობა
- ინსტრუმენტის ნამსხვრევების ამოღება არხებიდან და ძვლიდან
- ფესვის პერფორაციების დახურვა
- ღრმად დაზიანებული კბილების დაგრძელება პროთეზირებისთვის
- არხების ლაზერული დამუშავება
- არხების ცხელი გუტაპერჩით შევსება
- ბიოინჟინერიული მეთოდები (რეგენერაციული ენდოდონტია)
- კარიესის, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობა
- კბილის გვირგვინის აღდგენა
მკურნალობისას ვიყენებთ მხოლოდ უახლეს აპარატურას და მასალებს. არ ვიყენებთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა არსენი ან რეზორცინი. ჩვენს კლინიკაში შესრულებული რთული შემთხვევების ნახვა შეგიძლიათ გალერეაში.