მსოფლიო დონის ექიმი, ენდოდანტისტი არა მხოლოდ ექსპერტია ფესვების არხების მკურნალობის სფეროში (ენდოდონტია), არამედ ასევე შესანიშნავი დიაგნოსტიკოსია. უმაღლესი კვალიფიკაცია, მკურნალობის ალგორითმების ცოდნა, ტომოგრამის მონაცემები საშუალებას აძლევს ექიმს, ზუსტად დაგეგმოს მიღება: შეაფასოს, მკურნალობის მოცულობა, სირთულე და დრო.
მიკროსკოპის გამოყენებისთვის ძირითად ჩვენებებს წარმოადგენს არხების ხელახალი მკურნალობა, ასევე წინა მკურნალობის დროს დარჩენილი ფრაგმენტების ამოღება. დამატებითი განათების და გამოსახულების გადიდების ხარჯზე, ექიმს შეუძლია უკეთ დაინახოს ძველი საბჯენი მასალის ნარჩენები არხების კედლებზე და მათ ფარგლებს გარეთ, ატიპიურად განლაგებული არხები და ა.შ.
მიკროსკოპის გამოყენება ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება არხების მკურნალობას (ან ხელახალ მკურნალობას). ის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა გარჩევა ადამიანის თვალს არ შეუძლია, და ამაღლებს პროცედურის შესრულების ხარისხს პრინციპულად ახალ დონეზე. ამგვარი მკურნალობის ეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მაღალი სტომატოლოგიური კულტურის მქონე ქვეყნებში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც მოდის კანონმდებლები არიან უახლესი სამედიცინო აღჭურვილობის სფეროში, მიკროსკოპის ქვეშ მკურნალობა ერთგვარ სტანდარტად იქცა. მაგალითად, აშშ-ში, შვეიცარიაში, იაპონიაში, ისრაელში კლინიკების 80% იყენებს მიკროსკოპს მკურნალობის დროს.
კონსულტაციის დროს ექიმი ასევე ათანხმებს პაციენტთან მკურნალობის ღირებულებას. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობა მიკროსკოპის გამოყენებით, ანუ ექსტრა-კლასის მუშაობა, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მუშაობა მიკროსკოპის გარეშე. არჩევანი პაციენტს რჩება. ექიმს ევალება განუმარტოს პაციენტს თითოეული მეთოდის უპირატესობები და პერსპექტივები.
რისთვის გამოიყენება მიკროსკოპი სტომატოლოგიაში?
დიაგნოსტიკა:
- ბზარების და მიკრობზარების;
- პერფორაციების ფესვების არხებში;
- არხის შიდა სივრცის გასუფთავების ხარისხის;
- კარიესის საწყის ეტაპზე.
მკურნალობა:
- კისტების და გრანულემების მკურნალობა;
- უცხო ელემენტების ამოღება ფესვების არხებიდან და ძვლიდან: ინსტრუმენტების და მასალების;
- წკირების ამოღება (მათ შორის მინაბოჭკოვანის), ჩანართების;
- უხარისხოს დაბჯენილი არხების ხელახალი მკურნალობა;გუტაპერჩის სითბური კონდენსაცია (ენდოდონტური მკურნალობის დროს);
- მიკრობჯენების ჩასმა;
- პერფორაციების დახურვა;
- რესტავრაცია კომპოზიტური მასალებით;
- არხების მაღალხარისხოვანი ჰერმეტიზაცია;
- მიკროქირურგია.
სტომატოლოგიური მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ კლინიკაში My Dent ეს არის მაღალკვალიფიციური ექიმის პროფესიონალიზმის და ინოვაციური აპარატურის ფართო შესაძლებლობების უნიკალური შერწყმა. შედეგად ვიღებთ ხარისხიანად ნამკურნალებ კბილებს და ფესვების არხებს მინიმალური ჩარევით.