Piezon Master Surgery, პიეზოქირურგია
Piezon არის აპარატი ყბა-კბილების სისტემის ულტრაბგერითი უტრავმო დამუშავებისთვის. ეს არის უახლესი მიღწევა ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის სფეროში.
Piezon შექმნილია უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით, გამოირჩევა მართვის სიმარტივით, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციების დროს და საუკეთესო შედეგებს აჩვენებს მსგავ მოწყობილობებთან შედარებით. აპარატის დიზაინი პასუხობს პიეზოკერამიკული ულტრაბგერითი მექანიზმის ყველა მახასიათებელს. ყველა მასალის ცნობილი შვეიცარული ხარისხი შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.
ამბულატორული ქირურგია არის კბილების ამოღება, ფესვის ზედა ნაწილის რეზექცია, ცისტექტომია. პაროდონტული ქირურგია — ოსტეოტომია და ძვლის პლასტიკა, აუტოგენური ძვლის აღება აღდგენითი ქირურგიისთვის. ყბა-სახის ქირურგია — ცილინდრული ძვლოვანი ბლოკების აღება, ძვლოვანი დისტრაქცია, ნერვის ტრანსპოზიცია, სინუს-ლიფტინგი, დისტრაქციული ოსტეოგენეზი. იმპლანტოლოგია — ალვეოლური ბორცვის გაყოფა, სინუს-ლიფტინგი, აუტოგენური ძვლის აღება, ოსტეოტომია ხვრელების შექმნის მიზნით იმპლანტის შესაყვანად, კალაპოტის ფორმირება იმპლანტისთვის.
ულტრაბგერითი ქირურგიული აპარატი Piezon Master Surgery, რომელიც წარმოებულია EMS-ის მიერ, საშუალებას იძლევა მივიღოთ ოპტიმალური შედეგები ამბულატორულ ქირურგიაში და იმპლანტოლოგიაში. Piezon Master Surgery-ის აპარატის გამოყენება მისი ანალოგებისგან განსხვავებით არ არის დროში შეზღუდული, გამორიცხავს ექსპლუატაციის დროს შეცდომებს და ქსოვილზე ტრავმული ზემოქმედების შემცირების ხარჯზე საშუალებას იძლევა არსებითად გაფართოვდეს ჩვენებების დიაპაზონი და ქირურგიული ჩარევის ფარგლები.