კბილების იმპლანტაცია მომსახურების მოკლე ჩამონათვალი

კბილების იმპლანტაცია

კბილების ხარისხიანი იმპლანტაცია ბათუმში

კბილის იმპლანტაციისთვის ჩვენებად კლინიკაში My Dent ითვლება ერთი, რამდენიმე ან ყველა კბილის არქონა. პაციენტს ყბის ძვალში უყენდება იმპლანტი, რომელიც წარმოადგენს კბილის ხელოვნურ ფესვს, დამზადებულს ტიტანისგან.
შედეგი დამოკიდებულია იმპლანტის ხარისხზე და ექიმის პროფესიონალიზმზე. სტომატოლოგიურ კლინიკაში My Dent მუშაობენ მაღალკვალიფიციური იმპლანტოლოგები, რომლებსაც მრავალი წლის გამოცდილება აქვთ, და ყენდება მხოლოდ მაღალი ხარისხის იმპლანტები, ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან. არ ვიყენებთ საეჭვო წარმოშობის იაფიან ჩინურ ბრენდებს. ეს კი შესანიშნავი შედეგის გარანტიაა.
ასევე ვასრულებთ ისეთ მანიპულაციებს, როგორიც არის: ძვლის პლასტიკა და სინუს-ლიფტინგი.

ძვლის პლასტიკა

ატროფირებული ქვედა ყბის სიმაღლის გაზრდა შეიძლება მოხდეს ძვლოვანი ბლოკების ან ხელოვნური ძვლის მეშვეობით. ტრანსპლანტაციის ეს ტიპი განკუთვნილია

ძვლის აღდგენისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი რეზორბცია (გაწოვა) განიცადა, კბილის ან კბილების დაკარგვის გამო, და შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ლორწოვან-ყბისზედა ნაჭერის მოცილების საშუალებით იქმნება მისადგომი ამოღებული კბილის ძვლოვან ბუდესთან;
ხელოვნური ძვლის პრეპარატი «ლაგდება» გასუფთავებულ ბუდეში;
ჭრილობის უკეთესი შეხორცების და ძვლოვანი ქსოვილის ინტეგრაციისთვის, ჩარჩო მჭიდროდ იკერება.

სინუს-ლიფტინგი

თუ სინუსის (ჰაიმორის ღრუს) ფსკერი ზედმეტად დაბლა არის განლაგებული, შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა არ აღმოჩნდეს საკმარისი კბილის იმპლანტის მყარი ფიქსაციისთვის. სინუს-ლიფტინგი (ოსტეოპლასტიკა ანუ ძვლოვანი აუგმენტაცია) არის ზედა ყბის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის აღდგენის ან გაზრდის პროცედურა. განსაკუთრებით ეფექტურია ეს პროცედურა ყბის გვერდითი ნაწილებისთვის.

ეს პროცედურა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღმოაჩნდება ძვლოვანი ქსოვილის არასაკმარისი მოცულობა სიმაღლეში ან სიგანეში, ან მოხდა ძვლოვანი ქსოვილის ბუნებრივი გაწოვა და გათხელება კბილის ამოღების შემდეგ.

ძვლოვანი ქსოვილის გაზრდა შეიძლება ჩატარდეს ორი ძირითადი მეთოდიკით: ღია და დახურული. მათი შერჩევა ხდება ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის მიხედვით, რომელიც არსებობს ჰაიმორის ღრუს ფსკერამდე:

სინუს-ლიფტინგის ოპერაცია საშუალებას იძლევა იმპლანები ჩავაყენოთ ზუსტად საჭირო ადგილას, რაც უზრუნველყოფს მათ შეთვისებას, ეს კი შემდგომში აადვილებს ორთოპედიული კონსტრუქციების დაყენებას.