კბილების ჰიგიენა მომსახურების მოკლე ჩამონათვალი

კბილების ჰიგიენა

კბილების ჰიგიენა და გათეთრება ბათუმში

ბევრი ადამიანის კბილები ასაკთან ერთად კარგავს თავის ფერს, ხოლო მინანქარი ხდება თხელი და მგრძნობიარე, კბილებზე გროვდება ნადები და წარმოიქმნება ქვები. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს კბილების დაშლის და ღრძილების დაზიანების მიზეზი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალ ჰიგიენისტთან მისვლა, თუ თქვენ იტარებთ ორთოდონტულ მკურნალობას, რადგან ამ შემთხვევაში ჰიგიენის საკუთარი ძალებით შენარჩუნება გაძნელებულია. კბილების პროფესიონალური გაწმენდის ჩატარება აუცილებელია სამ თვეში ერთხელ ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც აქვთ ბრეკეტები: როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

საქმე ის არის, რომ ორგანიზმში იწყება მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, რომელთა დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლებელია სრულფასოვანი კვების პირობებში ან მედიკამენტოზურადაც კი (მინერალური კომპლექსების მიღებით). მხოლოდ რემოთერაპიის სპეციალური პროცედურის საშუალებით არის შესაძლებელი დაკარგული მინერალების აღდგენა და კბილის დაშლის შეჩერება.

  • კბილების რბილი ნადების მოცილება Air Flow სისტემის საშუალებით
  • კბილის ქვის ულტრაბგერითი მოცილება
  • კბილების ზედაპირის პოლირება
  • იმპლანტების და გვირგვინების პროფესიონალური ჰიგიენა
  • პროფესიონალური ორთოდონტური ჰიგიენა
  • პირის ღრუს კომპლექსური პროფესიონალური ჰიგიენა
  • კბილების ლაზერული გათეთრება
  • კბილების რემოთერაპია

ჩვენებები კბილების ულტრაბგერითი წმენდისთვის:

  • კბილის ქვები;
  • ღრძილქვეშა ნადებები;
  • უსიამოვნო სუნი პირიდან;
  • შეშუპებულობა;
  • გვირგვინების და იმპლანტების არსებობა პირის ღრუში;
  • ნადები ჩაის და ყავისგან;
  • ღრძილების სისხლდენა.
  • ჩვენებები Air-Flow-ის დანიშვნისთვის:

    ·

  • კბილებზე ნადებების არსებობა;
  • ·

  • მინანქრის გამუქება;
  • ·

  • ბრეკეტების ან იმპლანტების თავაკების გაწმენდის აუცილებლობა;
  • ·

  • ულითონო კერამიკული კონსტრუქციების გაწმენდის აუცილებლობა;
  • ·

  • მინანქრის გაღიავების აუცილებლობა რესტავრაციის დროს;
  • ·

  • პაროდონტოზის პროფილაქტიკა;
  • ·

  • ფთორირების თერაპიის წინ.
  • პირის ღრუს კომპლექსური პროფესიონალური ჰიგიენის პროცედურის მიმდინარეობა:

    თუ პაციენტს კბილებზე ბევრი ნადები ან ქვა აქვს, კბილები თავდაპირველად იწმინდება ულტრაბგერითი სკაილერით. კლინიკაში My Dent გამოიყენება იაპონური სკაილერი NSC, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამზოგავია. პროცედურის დროს პაციენტი არ გრძნობს ტკივილს და რაც მთავარია, კბილის მინანქარი არ სკდება და არ აშიშვლებს კბილების ყელებს, რაც იწვევს მგრძნობიარობას.

    შემდეგ მოდის Air Flow წმენდა. მექანიკური წმენდა არაეფექტურად იქნა აღიარებული და მისი ადგილი დაიკავა Air Flow მეთოდიკამ, რომელიც არ აზიანებს ღრძილებს და კბილის მინანქარს. მეთოდიკის დასახელება ინგლისური ენიდან ითარგმნება, როგორც «ჰაერის ნაკადი». ყველაფერი მარტივია: პროცედურის დროს სტომატოლოგი იყენებს ქვიშაჭავლურ აპარატს AirFlow. აპარატში თავსდება სამკურნალო ნარევი, რომელიც შედგება წყლისგან და აბრაზიული საშუალებისგან. ეს ხსნარი მიეწოდება კბილის ზედაპირზე წნევით, ისე რომ მოხდეს გაწმენდა. აბრაზიული საშუალების საფუძველს წარმოადგენს საჭმელი სოდა, რომელიც არ აყენებს ზიანს კბილებს კრისტალების მცირე ზომების გამო.

    ამასთან, ხსნარის კბილებზე ზემოქმედების ძალა შეგვიძლია ვაკონტროლოთ. მთელი პროცედურა გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში. წმენდის შემდეგ კბილებზე ესმევა სპეციალური ფთორშემცველი გელი, რომელიც ახდენს კბილების მინერალიზაციას და მთლიანად ანახლებს მინანქრის დამცავ ფენას, და შემდგომშიც იცავს კბილებს ბაქტერიების ზემოქმედებისგან, რაც პროცედურის ეფექტს ახანგრძლივებს.

    ამ მეთოდის საშუალებით კბილები იძენენ ბუნებრივ ელფერს, ანუ ოდნავ მოყვითალოს ან მონაცრისფეროს. ამგვარად, ეს არ არის გამათეთრებელი პროცედურა, არამედ კბილების გაწმენდა ბუნებრივ ფერამდე. ხოლო თუკი გსურთ მოელვარე ღიმილის მიღება, საჭიროა ლაზერული გათეთრების პროცედურაზე ჩაწერა, რომელიც კბილებს 5-10 ტონით გაათეთრებს, მაგრამ ამ პროცედურისთვის საჭიროა კბილების წინასწარი გაწმენდა.

    უნდა გვახსოვდეს, რომ პროცედურის შემდეგ არ შეიძლება ყავის, ჩაის დალევა და მღებავი პროდუქტების მიღება, ასევე მოწევა რამდენიმე საათის განმავლობაში (სასურველია სამი საათი), რომ მოესწროს ფენის აღდგენა, რომელიც ფარავს კბილებს და რომელიც დარღვეული იყო წმენდის დროს.
    პროცედურიდან ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები, სასმელი და არ უნდა გამოირეცხოს პირი და მინიმუმ 12 საათის განმავლობაში პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდებული საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მღებავ ნივთიერებებს.
    სტომატოლოგიურ პროცედურებს, როგორიც არის მკურნალობა, იმპლანტაცია, პროთეზირება და გათეთრება, აუცილებლად თან უნდა ახლდეს ეს პროცედურა.
    კბილების პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა აუცილებელი ნაბიჯია მომხიბლავი ღიმილისკენ!