საბავშვო სტომატოლოგია ბათუმში
პატარა პაციენტების კბილების და ღრძილების მდგომარეობის დიაგნოსტიკა My Dent-ის სტომატოლოგიურ კლინიკებში ხორციელდება მხოლოდ საბავშვო სპეციალისტების მიერ და ურთიერთობის გარკვეული მეთოდიკით. ბავშვები განსაკუთრებით მომთხოვნი პაციენტებია, ამიტომ პირველი შთაბეჭდილება სტომატოლოგიის და ექიმი-სტომატოლოგის შესახებ მათ ძალიან სწრაფად ექმნებათ, ხოლო სტომატოლოგთან ვიზიტების აღქმა მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა პაციენტის პირველი ნაცნობობა საბავშვო სტომატოლოგთან დადებით გარემოში შედგეს. ჩვენს სპეციალისტს იდეალური მიდგომა აქვს ბავშვებთან და ადვილად ეხმარება მათ ახალ გარემოში ადაპტირებას. ამისთვის გარკვეული დრო შეიძლება იყოს საჭირო. ბავშვს შეუძლია მოვიდეს კლინიკაში, ითამაშოს, უყუროს სტომატოლოგიურ სავარძელში მულტფილმებს. ამის წყალობით მკურნალობა შიშის და მღელვარების გარეშე ჩაივლის, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც.
მხოლოდ ჩვენს კლინიკაში My Dent სპეციალურად პატარა პაციენტებისთვის გვაქვს იაპონური მიკრო ტურბინები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვური კბილებისთვის.
მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ უახლესი ევროპული აღჭურვილობით და მასალებით, რომლებიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის (არ გამოიყენება დარიშხანი, ბჯენები ვერცხლისწყლით და რეზორცინით).
ინსტრუმენტების მაღალხარისხიანი სტერილიზაცია გამორიცხავს ინფიცირების შესაძლებლობას ჩვენს კლინიკაში. ჩვენ გელით თქვენ!
ჯანსაღი კბილები თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია! ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია ბავშვები სიყვარული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენს ბავშვს დახმარება გავუწიოთ.