ჩვენ შესახებ ჩვენ შესახებ

კბილის კისტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე ბათუმში

კბილის კისტის მკურნალობა ოპერაციის გარეშე ბათუმში

კლინიკა My Dent-ის სავიზიტო ბარათია გართულებული კისტების მკურნალობა! ჩვენ არ ვიღებთ კბილებს, ჩვენ მათ ვმკურნალობთ. კლინიკაში არის ყველა სახის ინოვაციური აპარატურა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოვარჩინოთ კისტა ოპერაციის გარეშე. საოპერაციო სტომატოლოგიური მიკროსკოპის დახმარებით კისტა კარგად ექვემდებარება მკურნალობას, კბილის არხის გავლით. თქვენ არ დაკარგავთ კბილს და არ დაგჭირდებათ იმპლანტის ჩადგმა, ამისთვის კი რთული და ძვირადღირებული პროცედურების ჩატარება. სტომატოლოგიური კლინიკა My Dent-ის ექიმები შეინარჩუნებენ თქვენს კბილს, თუ ამის თუნდაც უმცირესი შანსი არსებობს. ჩვენს პრაქტიკაშია კბილების მორჩენილი კისტების დიდი რაოდენობა, და ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ პაციენტის მდგომარეობას, რის შედეგადაც ძალზე კმაყოფილი ვართ ჩვენი ნამუშევრებით. თუ თქვენ გითხრეს, რომ კბილის გადარჩენის შანსი არ არის და საჭიროა მისი ამოღება, არასაკმარისია ძვალი და ა.შ., არ ამოიღოთ კბილი, მოდით ჩვენთან! ჩვენ ვუმკურნალებთ მას ხარისხიანად და საიმედოდ.

კისტის ყველაზე დიდი ზომა, რომელიც ჩვენ მოვარჩინეთ ქირურგიული ჩარევის გარეშე, იყო 4 სმ. კისტა ეხებოდა სასის ზემო მხარეს და ცხვირის ნაწილს. პაციენტისთვის კისტის ამოღება სახის დეფექტის რისკს ქმნიდა. ჩვენ შესანიშნავად გავართვით თავი ამ რთულ ამოცანას. მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღუდგა ცხვირის ძვალი და სასის ძვალი. ახლა ის ცხოვრებით ტკბება, ჩვენ კი ნამუშევრით ვამაყობთ!

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ შემთხვევას, რომელსაც პაციენტი ადვილად გაიგებს. მუქი ლაქა ეს კისტაა:
киста зуба

სამი თვის შემდეგ:
зуб 3 месяца

ექვსი თვის შემდეგ:
зуб через 6 месяцев

ბათუმი, გორგასლის ქ. 43, ტელ.: (+995) 422 7-64-76 მობ. (+995) 514 11 70 70
mydentge@yahoo.com