CEREC – პროთეზირების სისტემა ჩვენი აღჭურვილობა!

CEREC – პროთეზირების სისტემა

ცერეკი (CEREC) – ეს არის კომპლექსი, რომელიც შემუშავდა შვეიცარელი მეცნიერების მიერ ციურიხში. ის მოიცავს ტექნოლოგიას, მოწყობილობას, მასალებს კბილების კონსტრუქციების დამზადებისთვის (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები), რომლებიც მზადდება კერამიკული ბლოკებისგან CAD/CAM სისტემის გამოყენებით.

Cerec-ის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს სტომატოლოგს, დაამზადოს მთლიანად კერამიკული გვირგვინები, ჩანართები, ვინირები პაციენტის ერთი ვიზიტის განმავლობაში, 2 საათში და ეს ყველაფერი ტვიფრების აღების გარეშე. ხდება კბილების სკანირება სპეციალური კამერის საშუალებით, რის შემდეგაც კომპიუტერი ამუშავებს კბილების გადაღებულ სურათებს და მზა კერამიკული ბლოკებისგან მზადდება მომავალი კერამიკული რესტავრაცია (გვირგვინი, ჩანართი, ვინირი). ამგვარად შექმნილ კერამიკულ რესტავრაციას ძალზე ზუსტი მიდგმა აქვს კბილთან, ის ძალიან მსუბუქია, აქვს ბუნებრივი გამჭვირვალობა, რის წყალობითაც ყველაფერი მაღალესთეტიურად და ბუნებრივად გამოიყურება. Cerec-ის აპარატში გამოყენებულ კერამიკულ მასალას საკმარისი სიმყარე აქვს და გამოირჩევა ძალიან მაღალი ბიოშეთავსებადობით პირის ღრუში.

რამდენიმე ფაქტი

ცერეკმა ფართო გამოყენება ჰპოვა სტომატოლოგიულ პრაქტიკაში 1985 წლიდან.
ის დანერგილია 25000-ზე მეტ სტომატოლოგიურ კლინიკაში მსოფლიოში.

Cerec-ის მუშაობის 28 წლის განმავლობააში გაკეთდა 20 მილიონზე მეტი რესტავრაცია.

Cerec დანერგილია 150-ზე მეტ უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ბიოთავსებადობა, ეფექტურობა, ასევე რესტავრაციის გრძელვადიანობა დადასტურებულია 250-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევის მიერ.

Cerec-ის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ვინირების დაყენება ერთი მიღების დროს ექიმთან. ვინირების დასამზადებელი ნედლეული მოწოდებულია საზღვარგარეთიდან. სკანირების და კომპიუტერული მოდელირების საშუალებით, ვინირები დიდი სიზუსტით მზადდება.