ჩვენ შესახებ ჩვენ შესახებ

ლაზერული სტომატოლოგია ბათუმში

ლაზერით მკურნალობა სტომატოლოგიაში და კბილების გათეთრება ლაზერით

სტომატოლოგიური ლაზერის გამოყენების სფეროები თერაპიაში:

  • ქირურგია
  • ანთების კერების მოსპობა: გინგივიტის (ღრძილების ანთების), სტომატიტის, ჰერპესის მკურნალობა
  • ღია და დახურული ღრუების სტერილიზაცია: ფესვების არხების დამუშავება დაბჯენის წინ, პაროდონტული ჯიბეების დამუშავება პაროდონტიტის დროს
  • ბიოსტიმულაცია ქსოვილების შეხორცების და აღდგენის პროცესის დაჩქარებისთვის
  • იმუნომოდულაცია
  • კბილების ყელების მგრძნობიარობის შემცირება ან გაქრობა სოლისებრი დეფექტების და ეროზიების დროს
  • გათეთრება
  • ყველა მანიპულაცია თერაპიაში ტარდება ანესთეზიის გარეშე.

    ლაზერის გამოყენება პაროდონტიტის და პაროდონტოზის ადრეული სტადიების მკურნალობაში (პაროდონტიტის მსუბუქუ და საშუალო ხარისხი) საშუალებას იძლევა, პრაქტიკულად მთლიანად გამოვრიცხოთ ღრძილის ჯიბის ხელით კიურეტაჟი და მივაღწიოთ პაროდონტული ჯიბეების გაქრობას მათი სტერილიზაციის საშუალებით. გარდა ამისა, ლაზერის გამოსხივება აქრობს ანთებას, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას და აჩქარებს გაჯანსაღების პროცესს.

    წარმატებით გამოიყენება სტომატოლოგიური ლაზერი ასევე ტუჩებზე ჰერპესის, აფტოზური სტომატიტის, წყლულების, ტუჩების კუთხეებში პათოლოგიური ბზარების მკურნალობის დროს.