ჩვენ შესახებ ჩვენ შესახებ

კბილების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ

კბილების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ

კბილების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ ბათუმში

ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე სტომატოლოგია მიკროსკოპის გამოყენების გარეშე, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება არხების მკურნალობას.
ბევრი პაციენტისთვის სიტყვა ენდოდონტია არაფერს ამბობს. სინამდვილეში, ენდოდონტია არის ფესვების არხების მკურნალობა და ის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სტომატოლოგიაში. ხარისხიანად ნამკურნალები არხი ნიშნავს თქვენი კბილის დიდხანს სიცოცხლეს!
მიკროსკოპის გამოყენებამდე სტომატოლოგიაში, ექიმი ფაქტიურად ხელის ცეცებით, მხოლოდ თავის გამოცდილებაზე და მანუალურ უნარებზე დაყრდნობით, მუშაობდა კბილების არხებში. ეს მართლაც რთული სამუშაოა, ამავე დროს თითოეულ კბილს თავისი ინდივიდუალური აგებულება აქვს და ხშირად ძალიან რთული კბილები გვხდება. ყველაზე გამოცდილ სტომატოლოგსაც კი, ვიზუალური კონტროლის გარეშე, ყოველთვის არ გამოსდის ფესვის არხის გავლა, დამუშავება და დაბჯენა. ამის შედეგად ხდება გართულებები და ყველაზე ცუდი რამ – კბილის დაკარგვა.
მიკროსკოპი კი ექიმს აძლევს მისი სამუშაოს ჩატარების სენსაციურ შესაძლებლობებს ყველა ეტაპზე, დაწყებული დიაგნოსტიკიდან და დამთავრებული არხების დაბჯენით და ბჯენის ჩასმით. რთულ შემთხვევებში, მაგალითად, როცა საჭიროა კბილის არხიდან ინსტრუმენტის ნამსხვრევის ამოღება ან პერფორაციის დახურვა, მიკროსკოპის გარეშე ხშირად ამგვარი მანიპულაციის ჩატარება შეუძლებელია.
ახლა უკვე ბათუმშიც, სტომატოლოგიურ კლინიკაში My Dent, გამოცდილი ექიმები სიამოვნებით შემოგთავაზებენ მკურნალობის ჩატარებას უმაღლესი მსოფლიო დონის მიკროსკოპის ქვეშ. ჩვენი კლინიკის პოლიტიკა მიმართულია მაღალპროფესიული სტომატოლოგიური დახმარების მიწოდებისკენ ამიერკავკასიის ბაზარზე.